— <b>ბრძანების სტრიქონიდან პროგრამის გაშვებისას არგუმენტების გამოყენება</b>

პროგრამის გაშვებისას <tt>-v</tt> ან <tt>--version</tt> არგუმენტებით, ნაჩვენებია Kickshaw-ის მიმდინარე ვერსია. <tt>-h</tt> და <tt>--help</tt> არგუმენტები რჩევების ფანჯარაზე წვდომის აღწერისთვის გამოიყენება, რის შემდეგაც ნაჩვენებია მიღებული არგუმენტების სია.
Kickshaw-ს შეიძლება გაეშვას მენიუს ფაილის მდებარეობის არგუმენტით. ეს ასევე შესაძლებლობას იძლევა მენიუს ფაილების გახსნისთვის Kickshaw-ით, ფაილების მენეჯერებში კონტექსტური მენიუს გამოყენებით.

— <b>Kickshaw-ს მიერ შექმნილი ფაილები</b>

<b>მუდმივი</b>

Kickshaw ქმნის საკუთარ პარამეტრების ფაილს სახელით <tt>.kickshawrc</tt>, რომელიც მომხმარებლის მთავარ საქაღალდეშია.

<b>დროებითი</b>

თითოეული რედაქტირებისთვის იქმნება გაუქმების დასტის ფაილი <tt>/tmp/kickshaw.XXXXXX</tt> საქაღალდეში (X-ები წარმოადგენენ შემთხვევით ასოებსა და რიცხვებს). თუ პროგრამა მოულოდნელად შეწყდება, საქაღალდე დარჩება, მაგრამ ამაზე არ უნდა ინერვიულოთ, რადგან ის შეიცავს მხოლოდ პატარა ფაილებს და ჩვეულებრივ ავტომატურად წაიშლება უახლოესი გადატვირთვისას.

Kickshaw ასევე ქმნის ავტომატური შენახვის ფაილს მომხმარებლის მთავარ საქაღალდეში, სახელით <tt>.kickshaw_autosave</tt>. ეს ფაილი განახლდება ყოველი რედაქტირების შემდეგ და წაიშლება პროგრამის დახურვისას. თუ Kickshaw არასწორად შეწყდება, პროგრამის შემდეგი გაშვებისას მომხმარებელს დაესმება შეკითხვა, უნდა აღადგინოს თუ არა მენიუ ავტომატური შენახვიდან, თუ წაშალოს ავტომატური შენახვის ფაილი.
